ოპოზიციას უნდოდა ამნისტიის კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობა, მაგრამ სინამდვილეში ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონს დაემალნენ

ამნისტიის კანონი მისი ძალაში შესვლისთანავე დაუყოვნებლივ გავრცელდება ათასზე მეტ პატიმარზე, – განაცხადა მ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ასევე განმარტა, რომ გარდა ამისა, ამნისტია ეტაპობრივად შეეხება 5 ათასზე მეტ პატიმარს.
„საერთო ჯამში ამნისტია ეხება ექვს ათასზე მეტ ადამიანს. ეს არის მასშტაბური ამნისტია და ყველა შესაძლო ვერსია, რაც მსჯავრდებული ადამიანის რესოციალიზაციის მიზნებში ჯდება, მაქსიმალურად არის გათვალისწინებული“, – აღნიშნა მან.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ამნისტიისადმი ოპოზიციის ნაწილის დამოკიდებულებასაც გაუსვა ხაზი.
„სპეკულირებენ ჩვენი ოპონენტები, რომ ეს არის გამოშვებული პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების ხმებისთვის [გამოცხადებული ამნისტია]. როდესაც ოპოზიცია არ მონაწილეობს დღეს ამნისტიის განხილვაში, ამას სხვა დამატებით მიზეზი აქვს. მათ უნდოდათ, რომ ამაში მიეღოთ მონაწილეობა, მაგრამ სინამდვილეში ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონს დაემალნენ, იმიტომ რომ „ლელო“ – „ნაცმოძრაობის“ ე.წ. ერთ-ერთი ფრთა, ვერ ჩამოყალიბდა – ეკლესიას, ტრადიციულ ღირებულებებს, რწმენას და კონსტიტუციაში მათი როლის გაძლიერებას დაუჭიროს მხარი თუ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ არ მისცემს ხმა. ამიტომ ისინი აბნეულები არიან ახლა თავიანთ მესიჯებში და უბრალოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მათმა დანაყოფებმა (ყველამ არა, მაგრამ ძირითადმა ნაწილმა) ბოიკოტი გამოაცხადა იმიტომ, რომ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონთან დაკავშირებით არ დაეფიქსირებინა პოზიცია და ამასობაში ასცდნენ ამნისტიის კანონს“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძემ როგორც კი სრული კონტროლი ხელში აიღო, ყველა თემას მიადგა, რაც ხალხის საჭიროებიდან გამომდინარეობს, მათ შორის, ფასებს – ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და სხვები, ამ საშინელი მემკვიდრეობის აღმოფხვრის ნაცვლად, თურმე საკუთარ ჯიბეზე უფრო ზრუნავდნენ

„ხელოვნური კონსტრუქტი“, რომელსაც ევროკავშირი ჰქვია, თავისი არაარჩევითი ბიუროკრატიული მოხელეებით, აშშ-სგან საკუთარი „ღირებულებების“ პატივისცემას და სუვერენიტეტის დაცვას მოითხოვს

მისასალმებელია მთავრობის ინიციატივა ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით. დადასტურდა, რომ ჩვენთან კომპანიები წეწავდნენ ხალხს და 14%-ით უფრო მაღალ მოგებებზე გადიოდნენ ვიდრე ევროპის ქვეყნებში – ახლა ველოდებით ამის აღსრულებასა და კონკრეტულ შედეგებს