პაატა მანჯგალაძე – მილიონი მოქალაქე წასულია საქართველოდან, ნახევარი მილიონი წასასვლელად ემზადება – დასაქორწინებელი ქართველი არ იქნება თუ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ დარჩება

მილიონი მოქალაქე წასულია საქართველოდან, ნახევარი მილიონი წასასვლელად ემზადება. კანონპროექტი კი არა, დასაქორწინებელი ქართველი არ დარჩება თუ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ დარჩება, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ დღეს ხელმოცარულია, ვინაიდან 12 წლის განმავლობაში ერთი საკითხიც კი არ გააჩნიათ, რის გამოც შეიძლება ხმა მისცეს ამომრჩეველმა.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, თუ რატომ არ ვესწრებით სხდომებს. რუსული კანონის მიღების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ გადაკვეთა წითელი ხაზი, დაბლოკა და შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. არ ვიცით, რა საკითხზე უნდა ვიდებატოთ „ქართულ ოცნებასთან“.
„ქართული ოცნება“ ხელმოცარულია, 12 წლის განმავლობაში ერთი საკითხიც კი არ გააჩნიათ, რის გამოც შეიძლება ხმა მისცეს ამომრჩეველმა. პრობლემებს იგონებენ. საქმე პროპაგანდაში კი არ არის, სამარცხვინოა, რომ ეკლესიის თემას, ეროვნულ საკითხებს, მორალურ საკითხებს იყენებენ პოლიტიკური პიარისთვის. საქართველო მოქალაქისთვის მთავარი ამოცანაა ხელისუფლების ცვლილება, რათა კიდევ უფრო მეტი ქართველი არ წავიდეს საქართველოდან, საქართველო ქართველების გარეშე არ დარჩეს, დასაქორწინებელი მოქალაქე არ დარჩება საქართველოში. 1 მილიონი მოქალაქე წასულია საქართველოდან, ნახევარი მილიონი წასასვლელად ემზადება. კანონპროექტი კი არა, დასაქორწინებელი ქართველი არ დარჩება თუ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება დარჩება“,- აღნიშნა მანჯგალაძემ.
ამასთან, ის, “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ნეგატიური კამპანია დაიწყო “ქართული ოცნების” წინააღმდეგ. მანჯგალაძე მდინარაძეს მიმართავს, რომ რევანშს არ აპირებენ, „ზიზღის ენას კი ივანიშვილი იყენებს“.
„მინდა მივმართო მდინარაძეს, ნუ ეშინია. არც რევანშს ვაპირებთ და არც კონსტიტუციის გაუქმებას. ზიზღის ენას ივანიშვილი იყენებს, რომელმაც ღიად თქვა, რომ ოპოზიციის გაუქმებას აპირებს საქართველოში. ყველა ვინც ბიძინას არ ეთანხმება გააქროს საქართველოდან. ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ “ქართული ოცნება” და ივანიშვილი ოპოზიციაში გადავიყვანოთ. ჩვენ ზიზღის ენა არ გვაქვს, პატარა ქვეყანა ვართ, არ გვაქვს ფუფუნება ერთმანეთი გავანადგუროთ. ერთიანობით უნდა ვიყოთ“,- აღნიშნა მანჯგალაძემ.
ინფორმაციისთვის, “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ განაცხადა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ნეგატიური კამპანია დაიწყო. როგორც მან განმარტა, სიცრუე იყო, არის და იქნება მათი კამპანიის მთავარი ღერძი და საფუძველი.
„არსებობს ლეგენდა “ნაცმოძრაობის” შესახებ, რომ ისინი „პიარში“ მაგრები არიან და პირველი ზიზღის კამპანია და ანტირეკლამა დაიწყეს იმით, რომ საკუთარი ბანერის, “ნაცმოძრაობის” ისარი მიმართეს წარსულისკენ, მარცხენა მხარეს და მარჯვნივ – “ქართული ოცნების”. ეს სწორი მიდგომა იყო, ქვეცნობიერმა თავისი ქნა. პირველ ვერსიაში, იმდენიც კი ვერ მოიფიქრეს, რომ წარსულისკენ არ მიემართათ თავისი პარტიის ისარი და ჩვენი მომავლისკენ. ჩვენი დისკრედიტაცია უნდოდათ და მომავლისკენ გაიშვირეს ჩვენი ისარი – ეს ქვეცნობიერის გამოძახილი იყო. ახლა ვიღაცამ ურჩია ეტყობა, ან როზნერმა, ან მესინა ჯგუფმა და შეატრიალეს, მაგრამ, შეტრიალება სიმართლეს არ ცვლის“,- აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ