პროდუქტები, რომელიც ერთ წელში ყველაზე მეტად გაძვირდა

2024 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში -0.1%-იანი ინფლაცია (ანუ დეფლაცია) დაფიქსირდა, ხოლო წლიური ინფლაციის დონე 1% -ით განისაზღვრა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, 2024 წლის აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9% იყო, ისევე როგორც თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი. ამის შესახებ ინფoრმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
წელს აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, პროდუქტებს შორის, ყველაზე მეტად კიტრი, კივი და ნიორი გაძვირდა.
აგვისტოში წლიურად გაძვირებული ტოპ-10 საკვები პროდუქტი შემდეგია:
· კიტრი – 66%
· კივი – 60%
· ნიორი – 45.5%
· ჭარხალი – 25%
· მანდარინი – 23.5%
· ბადრიჯანი – 22.3%
· ვაშლი – 19%
· ბრინჯი – 18.9%
· პომიდორი – 18.8%
· ლიმონი – 18.4%