დიდი ბრიტანეთი ისრაელისთვის იარაღის მიწოდებას ნაწილობრივ აჩერებს

დიდი ბრიტანეთი სთვის იარაღის მიწოდებას ნაწილობრივ აჩერებს. შესაბამისი განცხადება თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ გააკეთა და აღნიშნა, რომ ლონდონმა გადაწყვეტილება საექსპორტო ლიცენზიების შემოწმების შემდეგ მიიღო, რომელმაც იარაღის საერთაშორისო ნორმების დარღვევით გამოყენების საფრთხე გამოავლინა.
ლემიმ ასევე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება შეეხება 350-დან 30 ლიცენზიას. მინისტრმა დააზუსტა, რომ ბრიტანეთი კვლავ მხარს უჭერს ისრაელის უფლებას დაიცვას თავი.
ლონდონის გადაწყვეტილება იმ ფონზე გახდა ცნობილი, როდესაც დასავლური ქვეყნები მოუწოდებენ ისრაელის ხელისუფლებას, რაც შეიძლება სწრაფად დადოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და „ჰამასის“ მძევლების გათავისუფლების შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – რუსების ყმობა „ქართულ ოცნებას“ სუვერენული ქცევა ჰგონია – თან აგინებენ დასავლეთს და თან იქ უნდათ კარგი ცხოვრება, სად დადიან „საგულაოდ“, ვორონეჟში თუ ნიჟნი-ტაგილში? – ყოველ შაბათ-კვირას ევროპაში არიან

ილია დარჩიაშვილი – სასიხარულო ამბავია, რომ ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები სავიზო შეზღუდვების გარეშე იმოგზაურებენ