TASS: ს კურსკის ოლქიდან მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება

გასული 24 საათის განმავლობაში კურსკის ოლქიდან 248 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას TASS ავრცელებს ს საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

„გასული დღე-ღამის განმავლობაში, კურსკის რეგიონის ხუთ რაიონში მოსახლეობის ევაკუაციის ღონისძიებები გატარდა. დღის განმავლობაში 248 ადამიანი, დამოუკიდებლად, თუ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზებით, სასაზღვრო ტერიტორიებიდან უსაფრთხო ზონებში გაემგზავრა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რუსეთის კურსკის ოლქში სამხედრო ოპერაციას 6 აგვისტოს შემდეგ აწარმოებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – მთავარი პროკურორი, რომლის შეთითხნილი ბრალდებებით დამაპატიმრეს, “ქილერად” გამოაცხადეს, როგორც ჩანს, “ქილერის” გარდა, ვერავინ უსრულებდა ივანიშვილს ამ სურვილს – გაფრთხილებდით 90-იანებში დაგვაბრუნებენ-მეთქი

ირაკლი კობახიძე – ხვალ საღამოდან ამოქმედდება ახალი ჩქაროსნული გზის მონაკვეთი, რომელიც ერთმანეთთან გაცილებით მოკლე დროში დააკავშირებს რეგიონებს, ადამიანებს, ეკონომიკურ ცენტრებს – ბუნებრივია, ეს ყველაფერი ახალ იმპულსს შესძენს ჩვენი ქვეყნის განვითარებას