ნავთობპროდუქტების სავალდებულო საგანგებო მარაგების შენახვა აუცილებელი გახდება – კანონპროექტის დეტალები

ნავთობპროდუქტების სავალდებულო საგანგებო მარაგების შენახვა აუცილებელი გახდება, – აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტს მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე წარედგინება.
როგორც, პარლამენტის 2024 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებულ საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია, აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სავალდებულო საგანგებო მარაგების შენახვის ვალდებულებას.
ამასთან, დოკუმენტის თანახმად, მარაგების შენახვის მიზნით, კანონპროექტის შესაბამისად დაწესდება შესაბამისი სუბიექტების უფლება/მოვალეობები და დადგინდება შესაბამისი პროცედურები.
„ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, თავისი კანონმდებლობა დაუახლოვოს ევროკავშირის კანონმდებლობას, მათ შორის, 2009 წლის 14 სექტემბრის საბჭოს 2009/119/EC დირექტივა, რომელიც წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს, შეინახონ გადაუმუშავებელი ნავთობისა და/ან ნავთობპროდუქტების მინიმალური მარაგები,“- აღნიშნულია მთავრობის გეგმაში.
bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ