აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, პრაქტიკულად, კიდევ ერთხელ მიიტანა „ვენოკი“ „ნაციონალური მოძრაობის“ პანაშვიდზე – გურამ მაჭარაშვილი

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, ამ განცხადებით, პრაქტიკულად კიდევ ერთხელ მიიტანა „ვენოკი“ „ნაციონალური მოძრაობის“ პანაშვიდზე“, – აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი.
მისივე თქმით, -ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით, კიდევ ერთხელ დადასტურდა ოპოზიციის მავნებლობა.
„თავად ჩვენმა პარტნიორებმა დაიწყეს ინფორმაციის გადამოწმება. როგორც ევროკავშირში, ისე ამერიკაში, მიხვდნენ, რომ თურმე პოლიტიკური მავნებლები ყოფილან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და თურმე, საქართველოს სახელმწიფოს ჰყავს ქართული, პროდასავლური ხელისუფლება, რომელსაც აშშ-სთან უნდა სტრატეგიული ურთიერთობა და არა – ვასალური“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველო აშშ-ის ძლიერ პარტნიორადაა დასახელებული.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს დამოუკიდებლობის დაუძინებელი მტრების მიერ დაგეგმილი ყველანაირი ალტერნატიული „ღონისძიება“, რომელსაც გეგმავენ რუსთაველის გამზირზე, ცალსახად არის პროვოკაცია და აუცილებელია მათი აღკვეთა

როგორც მელიას შემთხვევაში, ახლაც, სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე, ლიეტუვის ხელისუფლება გააგრძელებს საქართველოს რეპუტაციის დაზიანებას, ხოლო სტრასბურგი რომ უსაფუძვლო თავდასხმაში ამხელს, ბოდიშსაც არ მოიხდის