საქართველოში ნათესი ფართობები ბოლო 6 წლის მინიმუმამდე შემცირდა

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, წელს საქართველოში ნათესი ფართობები 3.2%-ით შემცირდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, გასულ წელს ნათესმა ფართობებმა 137.1 ჰა. შეადგინა, მიმდინარე წელს კი 132.7 ჰა, ანუ 4.4 ჰექტარით ნაკლები.
კონკრეტულ კულტურებთან მიმართებით მაჩვენებლები 2024 წელს შემდეგია:
· მარცვლოვანი და მარცვლოვან-პარკოსანი კულტურები (ხორბალი, ქერი, ჭვავი, შვრია, სიმინდი, პარკოსანი კულტურები) – 92.2 ჰა (1.3%-ით ნაკლები გასულ წელზე);
· სიმინდი – 71 ჰა (კლება 4.7%);
· კარტოფილი და ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურები – 27.1 ჰა (კლება 2.5%);
· სხვა კულტურები – 13.4 ჰა (კლება 15.7%).
2024 წლის საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობი არ მოიცავს 2023 წლის მესამე კვარტალის ნათესებს.

ასევე დაგაინტერესებთ