გაუმკლავდება უკრაინელ ბანდიტებს კურსკის ოლქში- პუტინი

რუსეთი გაუმკლავდება უკრაინელ ბანდიტებს კურსკის ოლქში, რომლებიც ცდილობდნენ სიტუაციის დესტაბილიზაციას სასაზღვრო რაიონებში, – ამის შესახებ ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„მათი გათვლა იყო, შეეჩერებინათ ჩვენი შეტევითი მოქმედებები დონბასში მთავარ მონაკვეთებზე. შედეგი ცნობილია – ხალხი განიცდის რთულ განსაცდელებს, განსაკუთრებით კურსკის ოლქში, მაგრამ მთავარი ამოცანა, რომელიც მტერმა დაისახა, იყო დონბასში ჩვენი შეტევის შეჩერება, თუმცა ამას ვერ მიაღწიეს. მეტიც, დონბასში შეტევის ასეთი ტემპი დიდი ხანია არ გვქონია“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მისი მტკიცებით, რუსეთს არასოდეს უთქვამს უარი მოლაპარაკებაზე და საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე.
„ჩვენ არასოდეს გვითქვამს უარი ამაზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, უნდა გავუმკლავდეთ ამ ბანდიტებს, რომლებიც შევიდნენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, კერძოდ, კურსკის ოლქში, სასაზღვრო ზონაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობებით“, – აღნიშნა პუტინმა.
„ინტერპრესნიუსი“

ასევე დაგაინტერესებთ

„სფერო ინვესტის“ დირექტორის ადვოკატი – გიორგი მურუსიძე ბრალს არ ეთანხმება, თუმცა არ აპირებს მოქალაქეთა წინაშე ნაკისრი ვალდებულებებისგან თავის არიდებას – აქტიურად მუშაობს, რომ დაზარალებულებისთვის თანხის გადახდა არ გაიწელოს

ვიკა ფილფანი – მთავარი პრობლემა არ არის ის, რომ ინვესტიცია არაბულია, მთავარი პრობლემა კორუფციის მაღალი რისკია, მოგიწოდებთ პასუხები გასცეთ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რა არის ხელშეკრულების პირობები

მაია ბითაძე გახარიას პარტიას – როდესაც საუბრობთ, თითქოს საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიები განხორციელდა, ეტყობა არ იცით, რეპრესიები რა არის – თქვენ თუ ჩვენი შეურაცხყოფის ხარჯზე აპირებთ ქულების დაწერას, გარანტიას გაძლევთ, განწირული ხართ