ბექა ბასილაია – მოწმემ დაადასტურა, რომ ანზორ ჩუბინიძეც ხარჯავდა ზუსტად იმას, რაზეც თემურ ჯანაშიას აქვს ბრალდება წაყენებული

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, სა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე სასამართლოში ჩვენება სდსს-ის ყოფილი უფროსის, ჯანაშიას ყოფილმა მოადგილემ, დავით ბესტავაშვილმა მისცა. ბესტავაშვილი ანზორ ჩუბუნიძის მოადგილეც იყო.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცხადა, აღნიშნული მოწმის ჩვენებით დასტურდება, რომ შერჩევით მართლმსაჯულებას აქვს ადგილი.
„დღეს მოწმემ დაადასტურა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მოქმედებდა კანონის და ედუარდ შევარდნაძის დროს მიღებული ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომ სამსახურს არ შეეძლო რომელიმე ამ ნორმატიული აქტის მოთხოვნა დაერღვია. მანვე დაადასტურა, რომ მსგავსი ხარჯები გაიწეოდა ანზორ ჩუბინიძის პერიოდშიც, მაშინ ის ჩუბინიძის მოადგილე იყო, დაადასტურა რომ ანზორ ჩუბინიძეც ხარჯავდა ზუსტად იმას, რაზეც თემურ ჯანაშიას აქვს ბრალდება წაყენებული. ამავდროულად, მოწმემ დაადასტურა, რომ ამ ტიპის ხარჯის გაწევა არ შეიძლება სისხლის სამართლის განსჯადი საკითხი იყოს. ეს შეიძლება შეფასების საგანი იყოს, საზოგადოებას მსგავსი ხარჯი მოსწონს, თუ არ მოსწონს, მაგრამ მსგავსი ხარჯის გაწევის ნორმატიული ბაზა შესაძლებლობას იძლეოდა არამხოლოდ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, არამედ ს პრემიერ-მინისტრობის პერიოდშიც. შესაბამისად, ამ მოწმის ჩვენება ცხადყოფს, რომ შერჩევითი მართლმსაჯულების ისეთი ნათელი მაგალითია, როგორიც ამ მართული სასამართლოს პირობებშიც რთული საპოვნელია“, – განაცხადა ბასილაიამ.
ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეს, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

ასევე დაგაინტერესებთ