სომხეთის თავდაცვის მინისტრი ირაკლი კობახიძეს შეხვდა

საქართველოში ვიზიტით იმყოფება სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, მას პირისპირ შეხვდა ქართველი კოლეგა ირაკლი ჩიქოვანი. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა მეზობელ ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
როგორც სამინისტრო მიუთითებს, გაფართოებულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის უწყებებს შორის 2024 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებული მიმართულებები განიხილეს.
ირაკლი ჩიქოვანმა და სურენ პაპიკიანმა საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას 2024 წლის ივლისში, ერევანში მოაწერეს ხელი.
სომხეთის თავდაცვის მინისტრმა თბილისში, გმირთა მემორიალთან პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას.
ვიზიტის ფარგლებში პაპიკიანი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ს.
„აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია კარგ საფუძველს ქმნის სხვადასხვა მიმართულებით საქართველოსა და სომხეთის პარტნიორობის გასაღრმავებლად“, – იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.

ასევე დაგაინტერესებთ

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი – ისრაელი-ჰეზბოლას კონფლიქტზე – მხარეებმა სრულმასშტაბიანი ომის ზღვრიდან უკან უნდა დაიხიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაჩნდება უფრო ფართო ომის პერსპექტივა, რომელსაც ვერავინ გააკონტროლებს