მიხეილ სააკაშვილი – თვითგამოცხადებული ჭორვილელი დიქტატორი ემუქრება ჩვენს მთავარ თავისუფლებას – „დუშკაბინიდან“ ქადაგება ძალიან სასაცილოდ გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში არც ისე სასაცილოა, დიდ საფრთხეებს შეიცავს

ეს არიას აბსოლუტურად ავადმყოფური ხელისუფლება. ხალხო, თქვენ ვერ ატყობთ, რომ ავადმყოფებთან, ფსიქიკურად გაუმართავ ადამიანებთან გაქვთ საქმე? არამხოლოდ პათოლოგიურ მატყუარებთან, არამედ ჭკუიდან გადასულ ავადმყოფებთან. „დუშკაბინიდან“ ქადაგება ძალიან სასაცილოდ გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში არც ისე სასაცილოა, იმიტომ, რომ ძალიან დიდ საფრთხეებს შეიცავს, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების ციხეში „ჩაყრას აპირებს“.
„თვითგამოცხადებული ჭორვილელი დიქტატორი ემუქრება ჩვენს მთავარ თავისუფლებას, პირველი, სიტყვის თავისუფლებას. რუსული კანონი დახურავს ყველა დამოუკიდებელ ტელევიზიას, მედიას და ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, პოლიტიკურ თავისუფლებას.
ის აპირებს პოლიტიკური ოპოზიციის გაუქმებას, ამის შესახებ ღიად აცხადებს და აპირებს, პარლამენტიდან ოპოზიციის გაყრას. ის გეგმავს ათასობით ადამიანის ციხეში ჩაყრას, ამას არც მალავს და პირდაპირ გეუბნებათ. უამრავი ადამიანი დღეს ციხეში იმყოფება, ჩემი ჩათვლით. უბრალოდ, პოლიტიკური აქტივიზმისთვის, აზრის გამოხატვისთვის, სხვანაირად ფიქრისთვის ყველას ციხეში ჩაყრას აპირებს, აღმსარებლობით თავისუფლებას იმიტომ, რომ მან პირდაპირ წარმოადგინა თავისი ჯოჯოხეთური გეგმა ჩვენი ეკლესიის დაუფლების და კიდევ კარგი, არ გამოუვიდა იმიტომ, რომ აქ, სუს-ს სურს ჩვენი აღსარების საიდუმლო. მე, მაგალითად, თვეში ერთხელ ვეზიარები და ვაბარებ აღსარებას. იმით, რაც სურს ივანიშვილს, თუ გაუვიდა, მას უნდა ჩვენი აღსარების შინაარსის გაკონტროლება“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ემუქრება საქართველოს მოქალაქეების გადაადგილების თავისუფლებას, რადგანაც საკმარისია ივანიშვილი იყოს ხელისუფლებაში და ევროკავშირი საქართველოს ავტომატურად გაუუქმებს უვიზო მიმოსვლას. სააკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ემუქრება საქართველოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას.
„თუ ეს ყველაფერი გამოუვიდა ეს ავტომატურად ნიშნავს ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაუქმებას და ქართველების უსამშობლოდ დატოვებას. რა თქმა უნდა, მას ეს არ უნდა გამოუვიდეს, როგორც არ გამოუვიდა ეკლესიის ხელში ჩაგდება. ეკლესიამ უარი უთხრა იმიტომ, რომ ეკლესია მიხვდა, რაზე იყო საუბარი და გამოვიდა მიტინგზე, სადაც ჩაწერილი ტაში იყო, სადაც ფოტოშოპით გაამრავლეს ხალხის რაოდენობა, ნამდვილი ცირკი, სულ კრეტინებზე და იდიოტებზე გათვლილი და იქ გამოაცხადა, რამხელა გამარჯვებას მივაღწიეთო და ყველაფერზე შევთანხმდით ეკლესიასთანო. ივანიშვილის მთავარი პრობლემა არის ის, რომ მას ჩვენი ხალხი ჰგონია სრული იდიოტი და სულელი, ჰგონია, რომ ყველა იყიდება, ზოგიერთი არასამთავრობოს დირექტორივით. სინამდვილეში, ჩვენი ხალხი ახლა, არის ძალიან გონიერი, მებრძოლი და ჩვენი აბსოლუტური უმრავლესობა არ ყიდის სამშობლოს და საკუთარ ღირსებას.
ივანიშვილი ცდილობს ჯოჯოხეთური სოციალური, გენეტიკური ექსპერიმენტი საქართველოში და გამოუცვალოს ჩვენ ერს გენეტიკური კოდი. დავით აღმაშენებლის ქვეყანაში ჭორვილური დიქტატურა არ გავა. დავით აღმაშენებლის ქვეყანაში ჭორვილელი, ხალხო, ამაზე მეტი დამცირება რა არის?! ჭორვილელი უწიგნური ამკვიდრებს თავის დიქტატურას. ეს არის ზუსტად იგივე, რაც ხდებოდა 90 წლებში რუსეთში, როდესაც საბანკო მაფიამ დიქტატორი პუტინი მოიყვანა ხელისუფლებაში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ