პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნები ვალდებული არიან, ჩამოაგდონ რუსული რაკეტები

NATO-ს წინააღმდეგობის მიუხედავად, პოლონეთის და უკრაინის სხვა მოსაზღვრე ქვეყნები ვალდებული არიან, ჩამოაგდონ რუსული რაკეტები. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ეს იქამდე უნდა მოხდეს, სანამ აღნიშნული რაკეტები ამ ქვეყნების საჰაერო სივრცეში მოხვდება.

„NATO-ს წევრობა არ აღემატება თითოეული ქვეყნის პასუხისმგებლობას, დაიცვან საკუთარი საჰაერო სივრცე – ეს ჩვენი კონსტიტუციური პასუხისმგებლობაა. პირადად მე, ვთვლი, რომ როდესაც მტრის რაკეტები ჩვენი საჰაერო სივრცისკენ მოემართებიან, ეს იქნებოდა ლეგიტიმური თავდაცვა, რადგან როგორც კი ეს რაკეტები ჩვენს საჰაერო სივრცეს გადაკვეთენ, უკვე ძალიან იზრდება ნამსხვრევებით დაშავების რისკი“, – ამბობს რადოსლავ სიკორსკი.

მისივე თქმით, უმჯობესია, რაკეტები უკრაინის თავზე, მაღალ სიმაღლეზე ჩამოაგდონ, ვიდრე მაშინ, როცა რაკეტა პოლონეთს ძალიან მიუახლოვდება, რომ თავიდან იქნეს აცილებული რისკები.

ასევე დაგაინტერესებთ