მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს ყოფილი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა დაესწრება

თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის, ს ბრალდების საქმეზე ჩანიშნულ სასამართლო სხდომას ყოფილი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა დაესწრება.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ცნობით, სასამართლო პროცესს ანა ფოტიგა პარტიის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავასთან ერთად დაესწრება.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე იმართება. სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, თეიმურაზ ჯანაშია.

ასევე დაგაინტერესებთ