დე ლაურენტისს იმედი აქვს, რომ ოსიმენი დღეს გაიყიდება – “ნაპოლის” პრეზიდენტმა ნიგერიელის ფასი დაასახელა

“ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ვიქტორ ოსიმენის გასხვისების იმედს არ კარგავს. ამის შესახებ ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს.
მოგეხსენებათ, საუდის არაბეთში სატრანსფერო ფანჯარა დღეს, 2 სექტემბერს იხურება. შესაბამისად, თუ დღეს ნიგერიელი არ გაიყიდება, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრამდე “პარტენოპეის” საკუთრება იქნება.
გამოცემის ინფორმაციით, “ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ნიგერიელის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს ითხოვს.
წყაროს ცნობით, “ალ აჰლიმ” “პარტენოპეის” შემტევის სანაცვლოდ 65 მილიონი ევრო შესთავაზა და მოლაპარაკებები ჩიხში სწორედ ამის გამო შევიდა.
შეგახსენებთ, ოსიმენი პირველი გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობს.