7 თვეში საქართველოში 924 ტონა წიგნი შემოვიდა

2024 წლის პირველი 7 თვის მონაცემებით საქართველოში ნაბეჭდი წიგნების, ბროშურების, ფურცლებისა და სხვა ნაბეჭდი მასალების იმპორტი გაიზარდა. შესაბამისად ქვეყანამ 924 ტონა წიგნები 4 მილიონ 638 ათას დოლარად შეიძინა.
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, იმპორტის მოცულობა 10.3%-ით, ხოლო ღირებულება 6.5%-ით გაიზარდა.
სტატისტიკიდან ჩანს, რომ წლების განმავლობაში საქართველოსთვის წიგნების ყველაზე დიდი იმპორტიორი ქვეყანა მეზობელი თურქეთი იყო. იანვარ-ივლისის იმპორტის მაჩვენებლით, შეძენილი საქონლის ნახევარი სწორედ თურქეთიდან შემოვიდა და იმპორტის ზრდაში მნიშვნელოვანია ადგილიც ამ ქვეყანას უკავია.
წიგნების უმსხვილესი -5 საიმპორტო ქვეყნების ჩამონათვალი კი ასეთი:
· თურქეთი – $2.2 მლნ, 576 ტონა;
· პოლონეთი – $648 ათასი, 31 ტონა;
· გაერთიანებული სამეფო – $367 ათასი, 23 ტონა;
· ირანი – $347 ათასი, 108 ტონა;
· ჩინეთი – $279 ათასი, 72 ტონა;
ნაბეჭდი წიგნები, ბროშურების, ფურცლების და ანალოგიური ნაბეჭდი მასალები გერმანიიდან, დან, ბელგიიდან, ჰონ-კონგიდან, დან და სხვა ქვეყნებიდან მცირე მოცულობით შემოდის.
წყარო: BM.GE

ასევე დაგაინტერესებთ