,, სკოლის პედაგოგი ვარო; გვითხრეს გუშინ, რომ შესაძლოა სწავლა გადაიდოსო, ოღონდ ჯერ გვთხოვეს არ გაახმაუროთო” – ვიკა ბუკია

ჟურნალისტი :
,,დღეს გაჩერებაზე მე და მაშო ვსაუბრობდით სკოლის დაწყებაზე და გვერდით მჯდომი ქალბატონი გამოგვეცნაურა. ვერ მიცნო, უბრალოდ ჩვენს დიალოგს გამოეხმაურა. სკოლის პედაგოგი ვარო; გვითხრეს გუშინ, რომ შესაძლოა სწავლა გადაიდოსო, ოღონდ ჯერ გვთხოვეს არ გაახმაუროთო. შევყევით ლაპარაკს, მე მთავრობაზე წავუწუწუნე.. და ისიც გაიხსნა. არავინ ჩემს სკოლაში ხმას არ აძლევს ოცნებასო, მაგრამ ხმამაღლა ვერ ამბობენო. მინდოდა მეთქვა ორი სიტყვა, მაგრამ ვინ მაცალა? ჩამიტარა აქეთ წინასაარჩევნო მასტერკლასი, ძალიან გთხოვთ არჩევნებზე წადითო, ვინ მისცა უფლება ამ კაცს სისხლით მოპოვებულ დამოუკიდებლობას რომ გვართმევსო? არავინ ამას არ შევეგუებითო.“

ასევე დაგაინტერესებთ