პარალიმპიური ჩემპიონებისთვის დაწესებული პრემიით საქართველო მსოფლიოში მეორეა

საქართველო პარალიმპიური ჩემპიონებისთვის დაწესებული პრემიის რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.
ამერიკული ტელეკომპანია CNBC-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, პარაოლიმპიური ჩემპიონებისთვის დაწესებული ფულადი ჯილდოს მოცულობით საქართველოს მხოლოდ სინგაპური უსწრებს.
სტატიაში, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტისგან მოპოვებულ ინფორმაციას ეყრდნობა, აღნიშნულია, რომ სინგაპური პარაოლიმპიურ ჩემპიონებს 380 000 დოლარს გადასცემს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პარაოლიმპიური ჩემპიონებისთვის დაწესებული პრემია კი მილიონი ლარია.
სტატიის თანახმად, მესამე ადგილზე საპრიზო თანხის მოცულობით არის – 273 000 აშშ დოლარით, ხოლო მომდევნო ადგილებს ინაწილებენ მალაიზია და ჰონგკონგი შესაბამისად 230 000 და 192 000 აშშ დოლარით.
პარიზი პარაოლიმპიურ თამაშებს 28 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე მასპინძლობს. პარაოლიმპიადაზე 14 ქართველი სპორტსმენი 6 სახეობაში იასპარეზებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – რუსების ყმობა „ქართულ ოცნებას“ სუვერენული ქცევა ჰგონია – თან აგინებენ დასავლეთს და თან იქ უნდათ კარგი ცხოვრება, სად დადიან „საგულაოდ“, ვორონეჟში თუ ნიჟნი-ტაგილში? – ყოველ შაბათ-კვირას ევროპაში არიან

ილია დარჩიაშვილი – სასიხარულო ამბავია, რომ ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები სავიზო შეზღუდვების გარეშე იმოგზაურებენ