გადაწყვეტილება საბოლოოა – ოჩხიკიძეს ოლიმპიური ოქრო დაუბრუნეს!

პარამძლეოსან გიგა ოჩხიკიძეს ბირთვის სროლაში მოპოვებული ოლიმპიური ოქროს მედალი დაუბრუნეს. როგორც მოგახსენეთ, გიგამ დღეს კვრაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და მსოფლიო რეკორდიც დაამყარა, თუმცა მისმა მეტოქეებმა აღნიშნული შედეგი გაასაჩივრეს და გიგას მედალი ჩამოართვეს, ქართულმა დელეგაციის აპელაციის შემდეგ საერთაშორისო პარალიმპიურმა კომიტეტმა ქართველი ბირთვისმკვრელის ნაჩვენები შედეგი აღადგინა.
გიგამ ბირთვის კვრაში 9,66 მეტრი დააფიქსირა, რითაც მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
ტურნირზე მეორე ადგილი მაროკოელმა აბდელილაჰ განმა დაიკავა, ბრინჯაოს მედალი კი ირანელმა სპორტსმენმა მოიპოვა.
გიგა ოჩხიკიძე ქართული პარასპორტის ისტორიაში მეორე პარასპორტსმენი გახდა, ვინც ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ოქროს
მედალი მოიპოვა, პირველად პარალიმპიადის გამარჯვებული 2016 წელს, რიოს თამაშებზე პარაძიუდოსტი ზვიად გოგოჭური გახდა
საქართველო პარალიმპიურ თამაშებზე სპორტის ექვს სახეობაში 14 პარაათლეტით ასპარეზობს.
პარიზის 2024 წლის პარალიმპიური თამაშები 28 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნა – ტურნირი 8 სექტემბერს დასრულდება.
გიგა! შენ დაამტკიცე, რო “შეზღუდული შესაძლებობის ადამიანს”, ნამდვილად აქვს იმის უნარი, რო ნებისმიერ სიტუაციაში გადალახოს დაბრკოლებაც და ბარიერიც! ნამდვილად სამაგალითო პიროვნება ხართ იმისა, რო გვასწავლოთ და მოგბაძოთ, თუ როგორი უნდა იყოს მებრძოლი ადამიანი, რომელიც არ უშინდება არავითარ წინაღობას! მაგარი ბიჭი ხარ და როგორც იტყვიან ეგ ერთი და სხვა მრავალი! გმადლობთ სიხარულისთვის!