აზერბაიჯანში არჩევნებს “ოცნების” დეპუტატები აკვირდებიან

აზერბაიჯანში მილი მეჯლისის (პარლამენტის) ვადამდელი საპარლამენტო მიმდინარეობს, რომელსაც “ქართული ოცნების“ დეპუტატები, სავალან მირზოევი, და ზაურ დარგალი აკვირდებიან.
კენჭისყრა დილის 08:00 საათზე დაიწყო და 19:00 საათზე დასრულდება. პოტენციური ამომრჩევლების საერთო რაოდენობა 6 421 960-ია.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად მილი მეჯლისის 125 წევრი უნდა აირჩიონ. ამჟამად 125-დან 69 ადგილი ს პარტიას აქვს, დანარჩენი ადგილები კი სხვა პროსამთავრობო პარტიებს.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 28 ივნისს მოაწერა ხელი VI მოწვევის მილი მეჯლისის (პარლამენტის) დაშლისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულებას.