ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია – ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გურამ თუშიშვილი დასაჯა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი პარიზის ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ტედი რინერთან შეხვედრისას მომხდარი ინციდენტის გამო ექვსთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
ორ­თაბ­რძო­ლის და­სას­რულს რი­ნერ­მა თუ­შიშ­ვი­ლი იპონ­ზე და­აგ­დო. 35 წლის ფრანგსა და 29 წლის ქარ­თველს შო­რის სი­ტუ­ა­ცია და­ი­ძა­ბა, რისი მი­ზე­ზიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, რი­ნე­რის პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბა გახ­და.
გუ­რამს იპო­ნით წა­გე­ბა ჩა­ეთ­ვა­ლა, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით მისი ქმე­დე­ბა არას­პორ­ტუ­ლა­დაც შე­ფას­და და თუ­შიშ­ვი­ლი ას­პა­რე­ზო­ბი­დან სულ მო­იხ­სნა.
შესაბასმისად, სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, გურამი საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობას 2025 წლის 25 თებერვლამდე ვერ შეძლებს.
შეგახსენებთ, თუ­შიშ­ვი­ლი – ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­დის ვერ­ცხლის მე­და­ლო­სა­ნი, მსოფ­ლი­ოს
2018 წლი­სა და ევ­რო­პის 2017, 2019 წლე­ბის ჩემ­პი­ო­ნია.
თუ­შიშ­ვი­ლმა ეს უსამართლობა უნდა გამოიყენოს როგორც მოტივაცია, და მომავალში რინერი ყოველთვის დაჯაბნოს, შეჭამოს, დააგდოს და გადაუაროს, მაგრამ წესების დარღვევის გარეშე.