სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები შიმშილობას იწყებენ

ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები შიმშილობას იწყებენ. კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობით დაზარალებულები პროტესტის ნიშნად პირის ამოკერვასაც გეგმავენ.
სოფლის მცხოვრებლების განცხადებით, უკვე წლებია რაც კომპანია მათ საცხოვრებელ სახლებთან მანგანუმს მოიპოვებს, რის გამოც შენობები დაიბზარა და საცხოვრებლად უვარგისი გახდა. სახნავ-სათესი მიწები და ეზოები კი ორმოებად არის ქცეული და დამეწყრილია.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი წლებია დახმარებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ – “სამართალს ვერ მივაღწიეთ ვერც კომპანიასთან, ვერც მთავრობასთან. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ შიმშილობას ვიწყებთ. რამდენიმე ადამიანი იკერავს პირს, რათა გადარჩეს ჩვენი სოფელი,” – ამბობს სოფლის მცხოვრები.
შეგახსენებთ, რომ სოფელ შუქრუთში მცხოვრებლები უკვე 173 დღეა უწყვეტ აქციებს მართავენ. მიუხედავად ხანგრძლივი პროტესტისა, მათი მდგომარეობით ხელისუფლება ამ დრომდე არ დაინტერესებულა.
წყარო: მთავარი არხი

ასევე დაგაინტერესებთ