სიცილიაში “მაფიის” სუვენირები აიკრძალა

სიცილიის ქალაქმა აგრიჯენტომ (იტალია) აკრძალა მაფიის თემაზე სუვენირების გაყიდვა. ამით, ქალაქის მმართველობა იმედოვნებს, რომ ტურისტების თვალში ქალაქის იმიჯის შეიცვლება.
იმისდა მიუხედავად, რომ იტალიის პოლიცია აქტიურად ებრძვის ორგანიზებულ დანაშაულს, ვიზიტორები ხშირად სიცილიას ექსკლუზიურად აკავშირებენ მაფიასთან. ტურისტებს ნაკლებად აინტერესებთ აგრიჯენტოს მრავალი უძველესი ტაძარი, რომელიც ადასტურებს, რომ სიცილია იყო ძველი საბერძნეთის ერთ-ერთი კოლონია.
სუვენირების მაღაზიის მფლობელები ჯერ მაინც ინარჩუნებენ „მაფიის სიმბოლოების გამოსახულებას სხვადასხვა ნივთებზე, იქნება ეს მაისურები, მაგნითიანი სუვენირები, თუ “ბრელოკები”. ყველაზე ხშირად იყიდება ნივთებუი ლუპარას გამოსახულებით. ლუპატა სანადირო თოფია, რომელიც მაფიის ჩვეულებრივ იარაღად იქცა. ასევე მაისურებზე აქტიურად ხატავენ მთავარ გმირს ფილმიდან “ნათლია”.
თუმცა, ახლა, ახალი კანონდათქმის შესაბამისად, ასეთი სუვენირები მთლიანად გაქრება სიცილიის თაროებიდან. პოლიცია მონიტორინგს გაუწევს და დამრღვევებს დააჯარიმებს.
სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ ამსტერდამმაც გადაწყვიტა გამოეყენებინა ონლაინ ტესტირება ისეთი ტურისტების ნაკადის თავიდან ასარიდებლად, რომლებიც ქალაქში ჩადიან არა ისტორიული ღირსშესანიშნაობებისა და კულტურული დასვენებისთვის, არამედ იმისთვის, რომ უარი მოიხმარონ ალკოჰოლი და ნარკოტიკები.