უკრაინამ აშშ-ს რუსეთში მდებარე იმ სამიზნეების სია გადასცა, რომლებზეც ATACMS-ებით დარტყმა სურს

უკრაინამ -ს რუსეთში მდებარე იმ სამიზნეების სია გადასცა, რომლებზეც ATACMS-ებით დარტყმა სურს
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა დაადასტურა, რომ აშშ-ის მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას მათ იმ სამიზნეების სია გადასცა, რომლებზეც კიევს სურს, დარტყმები ATACMS-ის ტიპის ამერიკული შორი მოქმედების რაკეტებით მიიტანოს.
CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უმეროვმა განაცხადა, რომ ვაშინგტონში აშშ-ის ოფიციალურ პირებთან ს ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებისთვის შორი მოქმედების იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნის შესახებ ისაუბრა.
„ჩვენ ავუხსენით, თუ რა საშუალებები გვჭირდება მოქალაქეების დასაცავად რუსული ტერორისგან, იმედი მაქვს, რომ მოგვისმინეს. ჩვენ ვაჩვენეთ აეროდრომები, რომლებსაც რუსები იყენებენ ჩვენს ქალაქებზე დასარტყმელად. ისინი კლავენ ჩვენს მოქალაქეებს. აი, რატომ გვინდა მათი შეკავება, გვინდა მათი შეჩერება, არ გვსურს, მათ ავიაციას ჩვენს საზღვრებთან მოახლოების საშუალება ჰქონდეს ქალაქების დაბომბვის მიზნით“, – განაცხადა უმეროვმა.
მანამდე ამერიკული გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ წერდა, რომ კურსკის ოლქში ოპერაციის ფონზე უფრო აქტიურად ითხოვს ს ადმინისტრაციისაგან, რომ კიევს ნება დართონ, ATACMS-ებით დაარტყას რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე აეროდრომებს.
საკითხზე აშშ-ის ოფიციალური პოზიცია ჯერჯერობით არ შეცვლილა.
წყარო: 1 არხი – საზოგადოებრივი მაუწყებელი

ასევე დაგაინტერესებთ