ოთარ კიტეიშვილმა “ტიროლს” თავით ეფექტური გოლი გაუტანა [VIDEO]

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-5 ტურში “შტურმი” “ტიროლთან” პირველი ტაიმის შემდეგ 1:2 მარცხდება.
სტუმრები წინ ორი ბურთის სხვაობით იყვნენ, “შტურმის” ლიდერმა ოთარ კიტეიშვილმა კი 44-ე წუთზე თავური დარტყმით სხვაობა შეამცირა.