ზურიკოს “სენტ-ეტიენი” “ბრესტთან” უშანსოდ დამარცხდა

ლიგა 1-ის მესამე ტურში „სენტ-ეტიენი“ გასვლაზე „ბრესტთან“ 0:4 დამარცხდა.
ჩემპიონთა ლიგაზე გასულ მაპინძელთა გუნდს ქვეყნის პირველობაზე პირველი ორი მატჩი წაგებული ჰქონდა, თავიდანვე შეუტია და კამარამ თავურით დააწინაურა. შემდეგ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ხელზე სტუმართა ნახევარმცველ ფომბას მოხვდა და დელ კასტილიომ პენალტი გამოიყენა. მეორე ტაიმში „სენტ-ეტიენი“ უშედეგო იერიშებზე გადავიდა და კიდევ ერთი გოლი გაუშვა – საჯარიმოდან ლალას დარტყმული ბურთი მეკარე ლარსონერმა ხელში ვერ შეიმაგრა და დამატებაზე აჟორკმა ყველას დაასწრო. მერე თერთმეტმეტრიანი ლალამ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა
შეუცვლელად ითამაშა. მისი გარჯა ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: flashscore 6.3, sofascore 6.3, whoscored 6.2.
„სენტ-ეტიენმა“ მესამე შეხვედრაც წააგო, ჯერ გოლი არ გაუტანია და 14 სექტემბერს „ლილს“ მიიღებს.
ბრესტი. „სტად ფრანსის ლე ბლე“
ბრესტი – სენტ-ეტიენი 4:0
გოლები: 1:0 კამარა (10), 2:0 დელ კასტილიო (32), 3:0 აჟორკი (77), 4:0 ლალა (84, პენ)