სოფო ჯაფარიძე – აუცილებლად უნდა დავაყენოთ ქვეყანა ევროპულ გზაზე და ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მიხეილ სააკაშვილთან ერთად – გამარჯვება ისე ახლოსაა, როგორც არასდროს!

აუცილებლად უნდა დავაყენოთ ჩვენი ქვეყანა ევროპულ გზაზე და ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმ ადამიანთან ერთად, რომელმაც საქართველოში პირველმა აღმართა ევროკავშირის დროშა – ჩვენი ქვეყნის საამაყო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად. გამარჯვება ისე ახლოსაა, როგორც არასდროს! – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძემ ბათუმის, ქობულეთისა და ჩაქვის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას უნდა დაუბრუნდეს.
„26 ოქტომბერს გვიწევს ძალიან მარტივი არჩევანის გაკეთება: ვირჩევთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, თუ ჩვენი ქვეყნის მომავალს ისეთი ქვეყნების სიაში, როგორიცაა რუსეთი, ბელორუსი, ვენესუელა და ასე შემდეგ. ჩვენი ქვეყანა აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ განვითარების ისეთ ტემპში, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა მიხეილ სააკაშვილმა, თავის გუნდთან ერთად. აუცილებლად უნდა დავაყენოთ ჩვენი ქვეყანა ევროპულ გზაზე და ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმ ადამიანთან ერთად, რომელმაც საქართველოში პირველმა აღმართა ევროკავშირის დროშა – ჩვენი ქვეყნის საამაყო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად. გამარჯვება ისე ახლოსაა, როგორც არასდროს: გვეიმედებით, თქვენ ხართ ჩვენი მთავარი ღერძი! წინ გვაქვს დიდი გამარჯვება და ბრძოლა იქნება ბოლომდე, იქამდე, სანამ ჩვენს ქვეყანას არ დავაყენებთ ევროპულ გზაზე!“- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ