უორენ ბაფეტმა Bank Of America-ს $845 მლნ-ის ღირებულების აქციები გაყიდა

მილიარდერ უორენ ბაფეტის კომპანია Berkshire Hathway-მ თავის პორტფელში Bank of America-ს წილი კიდევ ერთხელ შეამცირა და $845 მილიონის ღირებულების აქციები გაყიდა – იტყობინება Reuters-ი.
ივლისის შემდეგ, Berkshire-მ, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ინვესტორად ითვლება, -ის სიდიდით მეორე ბანკში ჯამში $6 მილიარდის აქციები 7 ეტაპად გაყიდა. BofA-ს ინფორმაციით, მხოლოდ 2 დღეში (28-30 აგვისტო) Berkshire-მა $21.1 მილიონის აქციები გაყიდა.
ბაფეტმა “ამერიკის ბანკში” ინვესტირება 2011 წლიდან დაიწყო, როდესაც მისი აქციები $5 მილიარდად შეიძინა – აღნიშნული ტრანზაქცია დადასტურება იყო იმისა, რომ ბაფეტს ბანკის აღმასრულებელი დირექტორის, ბრაიან მოინიჰანის შესაძლებლობების სჯეროდა, რომელსაც, 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, ბანკის შედეგები უნდა გაეუმჯობესებინა.
ჯერ კიდევ 2023 წლის აპრილში ბაფეტი CNBC-სთან ინტერვიუში აცხადებდა, რომ Bank Of America-ს წილის დათმობას არ აპირებდა.
წყარო: BM.GE

ასევე დაგაინტერესებთ

„ჩვენ მივიღებთ თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იქნება ფლაგმანი არამხოლოდ საქართველოში არამედ მთლიანად რეგიონის მასშტაბით“ – მიხეილ სარჯველაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოზე