“მოვიდა თავმჯდომარე, რომელიც განსხვავებულ აზრს ეწინააღმდეგება და ბოლშევიკური რეჟიმი დაამყარა პარტიაში” – დარეჯან ცხვიტარია ხაბეიშვილზე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები პარტიის თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმებას ითხოვენ. ამავდროულად, პარტიიდან თანამშრომლების გათავისუფლება დაიწყო. ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნა ფოთში, საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარესა და მის მოადგილეს თანამდებობების დატოვებად დაუჯდათ. 29 ნოემბერს, მათ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას მალევე მოყვა მოქმედი მენეჯმენტის საპასუხო განცხადებაც. დარეჯან ცხვიტარია და პაატა ჩაგანავა მოხსნეს. გადაწყვეტილებას ბოლშევიკურს უწოდებს თავად დარეჯან ცხვიტარია. მისივე თქმით, ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარედ მოსვლის შემდეგ პარტია განადგურდა და განახევრდა.
“შეიკრიბა თანამედროვე შულავერის კომიტეტი და მიიღეს ბოლშევიკური გადაწყვეტილება. ეს პარტია ჩემთვის იმიტომ იყო სულთან ახლოს, რომ აქ იყო განსხვავებული აზრის ცვენა, ჰქონდა ფასი განსხვავებულ აზრს. დღეს მოვიდა ისეთი თავმჯდომარე, რომელიც განსხვავებულ აზრს პირდაპირ ეწინააღმდეგება, ბოლშევიკური რეჟიმი დაამყარა პარტიაში. “კვიპროსის კლუბში” გადაწყვეტილი გადაწყვეტილებაა ეს. მე არ ვაპირებ, ჯერჯერობით, პარტიიდან წასვლას და ვერც ვერავინ გამაგდებს,” – აცხადებს დარეჯან ცხვიტარია.
ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე დათო ხომერიკი კი ამბობს, რომ გადაწყვეტილება დარეჯან ცხვიტარიას მოხსნის შესახებ იმით იყო განპირობებული, რომ საარჩევნო წელი მოდის და მეტი აქტიურობაა საჭირო, ცხვიტარია კი ბოლო 2 წელია არა ფოთში, არამედ თბილისში ცხოვრობს.
“10 თვეა შიდაპარტიული არჩევნების შემდეგ, ეს ქალბატონი შეურაცხყოფას გვაყენებს სოციალურ ქსელებში, როგორც პარტიის არჩეულ თავმჯდომარეს და მენეჯმენტს, ისე მის თითოეულ ფოთელ თანაგუნდელსა და თანაფრაქციელს. 2 წელია, ეს ქალბატონი ცხოვრობს თბილისში, არანაირი დისკომფორტი ჩვენგან მას არ შეჰქმნია ამის გამო, ვცდილობდით, რომ ჩამოსულიყო ყოველთვის ფრაქციის სხდომაზე, გვქონოდა კომუნიკაცია, საარჩევნო წელიწადი მოდის, აქტიურები ვყოფილიყავით და მხოლოდ ამის გამო მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება,” – აცხადებს დათო ხომერიკი.
განცხადება გაავრცელეს ახალქალაქის საკრებულოს წევრებმაც. “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრთა ნაწილი პარტიის თავმჯდომარეს გადადგომისკენ მოუწოდებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული