საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერება-გაუქმებაზე სარჩელების განხილვა დღეს გაგრძელდება

საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა დღეს, 11:00 საათზე გაგრძელდება.
სავარაუდოდ, დღეს დასრულდება სარჩელის განხილვაც.
„ხვალ, 11:00 საათზე დაიწყება სხდომა. ჩვენ დაგვრჩა ეტაპი, რომელსაც ჰქვია მოსამართლეების მიერ მხარეებისთვის შეკითხვის დასმა ლინგვისტის გამოსვლის შემდეგ. ამის შემდეგ თქვენ ერთმანეთს უნდა დაუსვათ კითხვები. რეპლიკის შესაძლებლობას მოგცემთ და ვფიქრობ, რომ ეს პროცესი ხვალ დამთავრდება. 100%-იანი სიზუსტით ვერ ვიტყვი, მაგრამ ალბათობით მაღალი ხარისხით ის ნაწილი, რაც დარჩენილია იძლევა იმის შესაძლებლობას რომ ხვალ სხდომა დავამთავროთ“,- განაცხადა გუშინ სხდომის დასრულების შემდეგ მერაბ ტურავამ.
ცნობისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერების მოთხოვნით სამი სარჩელია შესული. სარჩელები წარდგენილი აქვთ: პრეზიდენტს, ოპოზიციონერ დეპუტატებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს.
სარჩელების განხილვა გუშინ დაიწყო.
ბოლო მონაცემებით, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციით, უცხო ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრში შესულია 322 განაცხადი. გუშინ დილის მონაცემებით იყო 233.
რეგისტრაცია შაბათ დღესაც არის შესაძლებელი.

ასევე დაგაინტერესებთ