ლაშა ბუღაძე: ხალხი ციხეში ზის რუსული კანონის გამო …

“ხალხი ციხეში ზის რუსული კანონის გამო, მართლა ეგზისტენციალური საჭიროების მქონე ორგანიზაციებში მშრომელი ადამიანები ღირსეულად და პრინციპულად იცავენ თავიანთ პოზიციას, ქვეყანას ეროვნული და ისტორიული კურსი ეცვლება რუსული მარაზმისკენ და ამ დროს “არგუმენტების” დეკლალირება – არა ქართული, არამედ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლები ვართო, არაადეკვატური და ივანიშვილის რეჟიმის სასარგებლო საქციელია. რა მაგალითია ეს? მაშოკირებელი და უდროო! მით უმეტეს, საკონსტიტუციო სხდომების პარალელურად,” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი .

შეგახსენებთ, მოძრაობა „სირცხვილია“ რუსული კანონის შედეგად შექმნილ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრში“ დარეგისტრირდება.
ამის შესახებ განცხადება მოძრაობამ თავის ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა.

ასევე დაგაინტერესებთ