საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებისას დაშავებულთა და დაღუპულთა სტატისტიკა მზარდია – 2023 წელს ავარიებს 442 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა – 7 310.
2023 წელს საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად 442 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 100,000 მოსახლეზე 7 გარდაცვლილი ადამიანით მეტია, ვიდრე ევროკავშირში, – ამის შესახებ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტში აცხადებენ.
ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევ მიზეზებს შორის წლებია დომინირებს ავტომობილის მართვა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, სიჩქარის გადაჭარბება, შემხვედრ ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა და დისტანციის დაუცველობა. მხოლოდ 2023 წელს 13 ადამიანი დაიღუპა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლის დაუდევრობით, 67 ემსხვერპლა სიჩქარის გადაჭარბებით გამოწვეულ ავარიას.