გიგი წერეთელი – მოსამართლეებზეა დამოკიდებული, ქვეყანა როგორ განვითარდება – კანონის შეჩერება არის აუცილებელი იმისათვის, რომ ჩვენი დასავლური პერსპექტივა არ დავკარგოთ, იზოლაციაში არ ვიყოთ

ამ კანონზეა დამოკიდებული, ეს ქვეყანა როგორ განვითარდება. ჯერი მათზეა, კანონის შეჩერება არის აუცილებელი იმისათვის, რომ ჩვენ ჩვენი დასავლური პერსპექტივა არ დავკარგოთ, იზოლაციაში არ ვიყოთ, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა.
როგორც წერეთელმა განმარტა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უნდა შეჩერდეს.
„კანონმა, რომელზეც მსჯელობა მიდის, ჩვენს ქვეყანას უკვე უზარმაზარი ზიანი მიაყენა. ამან საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია. ჩვენ ყველამ ვნახეთ ჩვენი ახალგაზრდების დამოკიდებულება და ამავე დროს ვნახეთ რეაქციები მთელ მსოფლიოში. საქართველოს დემოკრატიულობის იმიჯი დასრულებულია, თუკი ეს კანონი იმპლემენტირებული იქნება. შესაბამისად, ყველაზე მძიმე, რაც მოხდა, ეს იყო ჩვენი დასავლური, ევროპული კურსის შეჩერება. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რომ იმ ადამიანებს, ვინც ამ საკითხებს ისმენენ და გადაწყვეტილებებს იღებენ, მე მგონი, თავიანთი პასუხისმგებლობა გაცნობიერებული აქვთ. ამ კანონზეა დამოკიდებული, ეს ქვეყანა როგორ განვითარდება. ჯერი მათზეა, კანონის შეჩერება აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენ ჩვენი დასავლური პერსპექტივა არ დავკარგოთ, იზოლაციაში არ ვიყოთ. დღეს, მთავარი ამოცანა ეს არის: კანონი უნდა შეჩერდეს, თუ არადა, არჩევნების შემდგომ, დარწმუნებული ვარ, ახალი, კოალიციური ხელისუფლება ამ კანონს საბოლოოდ გააუქმებს“, – განაცხადა წერეთელმა.
აღნიშნულ ინფორმაციას „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: …მილანში მქონდა შეხვედრები ჯეი დივენსთან და ასევე, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან, იქაც იყო ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი, რომ ისინი ამ თემაზე მუშაობდნენ და აუცილებლად დაგვიბრუნდებოდნენ

მიხეილ ყაველაშვილი: პირველი ქალბატონების შეხვედრა იყო საკმაოდ, ძალიან მნიშვნელოვანი სხვათა შორის, ხელოვნური ინტელექტი, დღევანდელი ტექნოლოგიები ყველას აწუხებს ხომ? აიტაცეს და მართლაც მისასალმებელი თემა არის დედის ინსტინქტი, ისე მოეწონათ