“მეტწილად დაგვჭირდება პერსონალური მონაცემების გამოთხოვა” – საჯარო მოხელე

მას შემდეგ, რაც იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა მოსამართლეთა პლენუმის წინაშე განაცხადა, რომ საჯარო რეესტრი ორგანიზაციებისგან განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს არ მოითხოვს, რამდენიმე წუთის შემდეგ დავით დევიძემ მოსამართლეთა კოლეგიის წინაშე სუბიექტებისგან განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების გამოთხოვა დააანონსა.
“რაც კი მოხდა მეოცე საუკუნეში, ყველაფერი არის დაცული საჯარო რეესტში. ანუ, ვინ იხდიდა ალიმენტს, ვინ არ იხდიდა, ვის ორი ცოლი ჰყავდა, ვის როგორ ჰქონდა ოჯახური მდგომარეობა. ჩვენ ახლა რაიმე განსაკუთრებულს არ აღმოვაჩენთ. ყველა ის საკითხი, რაც შეიძლება, ცნობილი აგხდეს საჯარო რეესტრისთვის, აქამდეც მეთქი და კიდევ ვიმეორებ, რომ უფრო მნიშვნელოვანი კატეგორიის მონაცემები ჩვენთან არის დაცული. ორი მიზანი აქვს. ეს არ არის მხოლოდ ერთი მიზანი, რომ დავარეგისტრიროთ და მორჩა. მეორე მიზანია, რომ გამჭვირვალობა უზრუნველყოს. წინასწარ ვერავინ იტყვის საქმის შინაარსის გამიჯვნით, რა ტიპის მონაცემი იქნება საჭირო გამოსათხოვარი. ყველა საქმე არის უნიკალური, განსხვავებული და ერთმანეთისგან დამოუკიდებელი. ბუნებრივია, საქმის შინაარსიდან გამომდინარე შეიძლება დაგვჭირდეს და მეტწილად დაგვჭირდება პერსონალური… დაგვჭირდება თუ განზრახვაა, რომ მოგვატყუონ და ჩვენ ვერ შევასრულოთ კანონით დადგენილი ვალდებულება”, – ამბობს დავით დევიძე.
ცნობისთვის, ამ განცხადების გაკეთებამდე დავით დევიძემ თქვა, რომ საჯარო რეესტრი ორგანიზაციებისგან განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს არ მოითხოვს.
ჩვენ არათუ არ ვითხოვთ ამ ინფორმაციას, არამედ ვადგენთ, რომ არ მოგვაწოდონ”, – ამბობდა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი.