საქართველოსა და რუმინეთის სპეციალური ოპერაციების სარდლობამ შავ ზღვაში ერთობლივი სწავლება ჩაატარა

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის დასავლეთის ბატალიონის სპეციალური დანიშნულების საზღვაო ჯგუფმა, რუმინეთის შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების საზღვაო ჯგუფთან ერთად, შავ ზღვაში სამხედრო სწავლება ჩაატარა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ერთობლივი წვრთნები იმიტირებული სცენარის მიხედვით წარიმართა. ქართველმა და რუმინელმა სამხედროებმა აბორდაჟის ოპერაცია განახორციელეს. სწავლების მონაწილეებმა ზღვაში ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოჩენის, უსაფრთხო ადგილზე გადატანისა და გაუვნებელყოფის კომპონენტებიც შეასრულეს.
სამხედრო მოსამსახურეებს სწავლების წარმატებით დასრულება საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდალმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა მიულოცა.
სამხედრო წვრთნები საქართველოსა და რუმინეთის სპეციალური ოპერაციების სარდლობებს შორის თავსებადობის გაძლიერებასა და პარტნიორული ურთიერთობების გამყარებას ისახავდა მიზნად.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო ჩხეიძე: კადრი კადრად და რომ მოვუსმუნე, განათლების რეფორმაზე საუბრობდა ჩვენი პრემიერი, სკამზე ჯდომა რომ ვერ ასწავლეს ის. ჟურნალუსტმა ეკონომიკაზე ჰკითხა და ეს განათლებაზე პასუხობს

შალვა პაპუაშვილი გაფართოების ანგარიშზე – ასეთი პრეტენზია საქართველოს შეფასებისა, გვახსოვს, ვის ჰქონდა – საბჭოთა მოსკოვს, რომელიც ხან ხუთწლედის გეგმებს გვისახავდა და ხან რას – ბრიუსელი პირდაპირი გზით მიექანება უკან, საბჭოთა კავშირისკენ