ისრაელი და ჰამასი შეთანხმდნენ პოლიომიელიტის წინააღმდეგ აცრისთვის ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე

ისრაელის არმია და ჰამასი (-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი დაჯგუფება) შეთანხმდნენ საბრძოლო მოქმედების ცალკეულ ზონალურ სამდღიანი შეწყვეტაზე ღაზის სექტორში, რათა მოხდეს 640 ბავშვის აცრა პოლიომიელიტის წინააღმდეგ.
ვაქცინაციის კამპანია იწყება 1 სექტემბერს, განაცხადა რიკ პიპერკორნმა, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მაღალი რანგის წარმომადგენელმა რეგიონში.
პიპერკორნის თანახმად, საბრძოლო მოქმედებები შეჩერდება დილის 6 საათიდან 3 საათამდე ადგილობრივი დროით.
23 აგვისტოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადასტურა, სულ მცირე, ერთი ბავშვი დაავადდა პოლიომიელიტის მეორე ტიპის ვირუსით, რაც ამ რეგიონში ბოლო 25 წელიწადში ასეთი პირველი შემთხვევა იყო.

ასევე დაგაინტერესებთ