რას უკავშირდება ქვეყანაში პროგნოზირებულზე მეტი ინვესტიციების შემოსვლა – Galt & Taggart-ის შეფასება

2023 წელს საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ ნიდერლანდები, გაერთიანებული სამეფო და , ხოლო რაც შეეხება პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოცულობას 1.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ს 6.2%-ია.
Galt & Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, 2023 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 307.4 მლნ აშშ დოლარით აღემატება საქსტატის წინასწარ შეფასებას.
„ზრდის მიმართულებით კორექტირების მიზეზებია რამდენიმე საწარმოს მიერ რეინვესტიციის მაჩვენებლის და სესხის მოცულობის დაზუსტება.
2023 წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა საფინანსო სექტორში (583.6 მლნ აშშ დოლარი, +8.5% წ/წ, მთლიანის 30.7%), ვაჭრობის (314.3 მლნ აშშ დოლარი, +62.5% წ/წ, მთლიანის 16.5%), დამამუშავებელი მრეწველობის (301.5 მლნ აშშ დოლარი, +128.0% წ/წ, მთლიანის 15.9%), ტრანსპორტის (165.4 მლნ აშშ დოლარი, +88.8% წ/წ, მთლიანის 8.7%), ინფორმაცია და კომუნიკაციის (119.6 მლნ აშშ დოლარი, -15.6% წ/წ, მთლიანის 6.3%) და უძრავი ქონების (111.2 მლნ აშშ დოლარი, -70.0% წ/წ, მთლიანის 5.8%) სექტორებში.
უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ ნიდერლანდები (386.3 მლნ აშშ დოლარი), გაერთიანებული სამეფო (364.3 მლნ აშშ დოლარი) და აშშ (182.2 მლნ აშშ დოლარი)“, – განმარტავენ Galt & Taggart-ში.

ასევე დაგაინტერესებთ