“ალ ნასრმა” “ლაიფციგიდან” სიმაკანი დაიმატა

“ლაიფციგის” ცენტრალური მცველი მოჰამედ სიაკანი კარიერას “ალ ნასრში” გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ფრანგი ფეხბურთელი მალე სამედიცინო შემოწმებას გაივლის და არაბულ კლუბთან 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
“ალ ნასრი” “ლაიფციგს” მოთამაშის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს გადაუხდის.
შეგახსენებთ, “ყვითლებს” ცენტრალური მცველის პოზიციაზე თავდაპირველად პსჟ-დან მილან შკრინიარის დამატება სურდათ, თუმცა სლოვაკმა ფეხბურთელმა არაბული კლუბის შეთავაზება იუარა.

ასევე დაგაინტერესებთ