თბილისის მასშტაბით ქუჩების მორეცხვა გრძელდება

თბილისის მასშტაბით ქუჩების მორეცხვა გრძელდება
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ სპეცტექნიკის საშუალებით დედაქალაქის ქუჩების მორეცხვას აგრძელებს. ზაფხულის განმავლობაში ინტენსიურად ირეცხება გზები, ურნები და მიწისქვეშა გადასასვლელები.

მორეცხვის სამუშაოებს დედაქალაქის მერი დღეს, მის მოადგილესთან, ანდრია ბასილაიასთან და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტოთან, დავით ფაჩულიასთან ერთად ფარნავაზ მეფის, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე და მელიქიშვილის გამზირზე დაესწრო.

„თბილსერვის ჯგუფი“ აწარმოებს ქუჩების მორეცხვის სამუშაოებს. ამჟამად ვიმყოფებით დიდ დიღომში, ასევე გლდანში და მელიქიშვილის გამზირზე ირეცხება ქუჩები და სუფთავდება ურნები. ეს პროცესი მთელი ზაფხულის პერიოდში მიმდინარეობს, თუ ამინდი გვაძლევს ამის შესაძლებლობას და ნალექი არ არის. ყოველღამით ირეცხება ქუჩები და გამზირები სხვადასხვა რაიონებში და უბნებში. ეს სამუშაოები ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩა, ურნები და მიწისქვეშა გადასასვლელები მთელი წლის განმავლობაში პერიოდულად ირეცხება, თუმცა ტემპერატურის მატებასთან ერთად, აღნიშნული სამუშაოები ზაფხულის პერიოდში უფრო ინტენსიურად სრულდება.

იმისათვის, რომ დედაქალაქში საგზაო მოძრაობა არ შეფერხდეს, ცენტრალური და მეორეხარისხოვანი გზების მორეცხვა ღამის განმავლობაში მიმდინარეობს.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს