არგენტინა იმპორტზე გადასახადს 17,5%-დან 7,5%-მდე ამცირებს

არგენტინა იმპორტზე გადასახადს 17,5%-დან 7,5%-მდე ამცირებს
არგენტინის მთავრობა 2 სექტემბრიდან საქონლის იმპორტზე გადასახადს 17,5%-დან 7,5%-მდე შეამცირებს. ამის შესახებ Financial Times ქვეყნის ეკონომიკის მინისტრ ლუის კაპუტოზე დაყრდნობით წერს.
გადაწყვეტილება მიზნად ისახავს თვიური ინფლაციის შემცირების დაჩქარებას, რომელიც ივლისში 4%-ს შეადგენდა. 2023 წლის დეკემბერში თვიური ინფლაციის დონე პიკური 26% იყო, როდესაც გადასახადი მიმდინარე დონემდე ბიუჯეტის დეფიციტის მოსაგვარებლად გაიზარდა.
არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მაილი ადრე თავის მთავარ ამოცანად ფასების ზეწოლის შეზღუდვას ასახელებდა.
bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ