საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, წალკის რაიონში, სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 12 ტონა აღურიცხავი დიზელის საწვავის (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების) ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს – ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
“ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1551 მუხლის შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირს ადმინისტრაციული სახდელი შეეფარდა” – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ