უკრაინის გენშტაბმა დაადასტურა, რომ F-16 ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

უკრაინის შეირაღებული ძალების გენშტაბმა თავისი ტელეგრამის არხით გაავრცელა ინფორმაცია მოიერიშე თვითმფრინავის F-16 კატასტოფის შესახებ.
„უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სარაკეტო თავდასხმის მოგერიებისას საზენიტო-სარაკეტო ძალების ქვედანაყოფებთან ერთად უკრაინის შეიარაღებული ძალების F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები გამოიყენეს. საჰაერო ბრძოლის დროს F-16-ებმა აჩვენეს მაღალი ეფექტურობა და მტრის ოთხი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს. მორიგ სამიზნესთან მიახლოებისას, ერთ-ერთ თვითმფრინავთან კონტაქტი დაიკარგა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა და პილოტი დაიღუპა“, -ნათქვამია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, მომხდარს სპეციალური კომისია შეისწავლის.
კიევისთვის დასავლეთის სამხედრო დახმარების ფარგლებში გადაეცემული F-16 -ის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაცია 28 აგვისტოს გაავრცელეს მედიებმა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით. იუწებოდნნე, რომ მოიერიშე თვითმფრინავი 26 აგვისტოს ჩამოვარდა.
2023 წელს რამდენიმე ქვეყანამ, აშშ-ის თანხმობით, გადაწყვიტა კიევისათვის გადაეცა რამდენიმე ათეული გამანადგურებელი F-16, რასაც თავდაპირველად წინ უძღოდა უკრაინელი მფრინავების მომზადება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: გია ბარამიძეს აკავებენ 50 წელს გადაცილებული სამზარეულოში სპორტულებით მჯდომი, ნაკლებად დასაქმებული, საეჭვო განათლების მქონე მაგრამ უბანში “ჯიგარი” კაცის სახელის მქონე სადღაც ათასიდან ხუთიათასამდე ქოცის გულის მოსაფხანად

ზურაბ ჯაფარიძე: გიორგი ბარამიძის დაკავება სამშობლოს ღალატის ბრალდებით იმ რეჟიმის მიერ, ვინც ოკუპანტს ბოდიშს უხდის და ქვეყანა იზოლაციაში მოაქცია, არის ჩვეულებრივი რუსული, თავხედური ცინიზმი