პეტრ პაველი – უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ გამოიყენოს დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღი

უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ გამოიყენოს დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღი. ეს F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებსაც ეხება, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა.
„თუკი, გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის თანახმად, ჩვენ გვინდა დავეხმაროთ ს აგრესიისგან თავდაცვაში და დავეხმაროთ მას მატერიალური მომარაგებით და არა საბრძოლო მოქმედებებში უშუალო მონაწილეობით, მაშინ უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ გამოიყენოს ეს იარაღი“, – აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, რომ უკრაინაში არ შეჭრილიყო, უკრაინელ სამხედროებს არ მოუწევდათ რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე თავდასხმა.
შეგახსენებთ, უკრაინა მუშაობს დასავლეთის ქვეყნებიდან ნებართვის მისაღებად, რომ მათგან მიწოდებული შორ მანძილზე მოქმედი იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ლეგიტიმური სამიზნეების დასარტყმელად გამოიყენოს.

ასევე დაგაინტერესებთ