საფრანგეთში, სკოლებში, მობილური ტელეფონების შეტანას აკრძალავენ

საფრანგეთში, 2025 წლის იანვრიდან, დაწყებითი და საშუალო სკოლის მოსწავლეებს სკოლაში შესვლისას სმარტფონების კარადაში დატოვება მოუწევთ. ამის შესახებ განათლების მინისტრმა ნიკოლ ბელუბმა განაცხადა, იუწყება „ევროპესიკაია პრავდა“ Le Point-ზე დაყრდნობით.
მინისტრმა აღნიშნა, რომ 2024 სასწავლო წლის დასაწყისიდან მობილური ტელეფონების შემოტანის აკრძალვის ექსპერიმენტი 200-მდე სკოლაში დაინერგება, 2025 წლის იანვრიდან კი შესაძლებელი იქნება ამ „ციფრული შესვენების“ გაგრძელება.

ასევე დაგაინტერესებთ