ოქტომბერ-დეკემბერში პოლიტიკისაგან დაცლილი ოპოზიციური ძალების დესტრუქციულ მიზნებს დაუფარავი რევოლუციის სურვილით კვლავ ვიხილავთ

„ნაციონალური მოძრაობა“, ძალა, შეჩვეული პოლიტიკურ კომფორტს, რომელიც თავად იყო კანონი, სასამართლო და პროკურატურა, ოპოზიციაში როგორც ძალა დაიკარგა, რადგან მას ოპონირების, პოლიტიკური განვითარების კულტურა და სურვილი არ აღმოაჩნდა,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი .
მისივე თქმით, „ნაცმოძრაობა“ ემზადება ს მეორე დღისთვის, როდესაც იტყვიან, რომ მათ არჩევნების შედეგები გაუყალბეს.
„ნაციონალური მოძრაობა“, ძალა, შეჩვეული პოლიტიკურ კომფორტს, რომელიც თავად იყო კანონი, სასამართლო და პროკურატურა, ოპოზიციაში როგორც ძალა დაიკარგა, რადგან მას ოპონირების, პოლიტიკური განვითარების კულტურა და სურვილი არ აღმოაჩნდა. მათი თამაშის წესები ღიად დესტრუქციულია და პოლიტიკურ შინაარს სცდება.
ამ ძალას არ გააჩნია მოქმედების კონცეპტუალური ჩარჩო, სახელმწიფოებრივი ხედვა და იდეოლოგია, ეს არის ძალა, რომელიც პოლიტიკური დაშლა – არმოშლის ფარგლებშიც კი პერსონიფიცირებულია და საბოლოოდ ს პოლიტიკურ ამბიციებს ემსახურება.
ამ ძალის ისტორიული ფურცელი სისხლიანი და მძიმეა, ის რევოლუციით მოვიდა ქვეყნის სათავეში და მთელი პოლიტიკური მოღვაწეობის პერიოდში რეფორმების სახელით კლავდა და აუპატიურებდა ქართველ კაცს!
ამ სისტემამ ციხეში წამებით მოკლა 282 პატიმარი, 1365 დღე აწამა სულხან მოლაშვილი, სისტემის სახელით მოკლა სანდრო გირგვლიანი და ქუჩაში ჩახოცა ბუტა რობაქიძე და სხვა ახალგაზრდა ბიჭები.
“ნაციონალურ მოძრაობას” სისხლიანი პოლიტიკური ანაბეჭდი აქვს და ის როგორც ქართველ ხალხთან და “ქართულ ოცნებასთან” დღემდე ყველა არჩევნებში წაგებული ძალა ისევ მსხვერპლს ეძებს!
დიახ, “ნაციონალური მოძრაობა” ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის, სადაც იტყვიან, რომ მათ არჩევნები გაუყალბეს რადგან მათ ქართველ ხალხთან ისევ წააგეს! ისევ ვერ მოიგეს!
რევოლუციური სცენარი მზად არის, კანვასის მიერ გადამზადებულია “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთა, რომლებმაც პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად გენერალური საჩვენებელი გამოცდა “გამჭვირვალობის”კანონის გაპროტესტებისას აჩვენა.
აკერმანი, რომელიც ღიად ამბობდა, რომ ახალგაზრდული მოძრაობები უფრო ეფექტური იყო არასასურველი მთავრობების მოსაშორებლად, ვიდრე ამერიკის სამხედრო ძლიერება – სწორედ ამ პრინციპით ატარებდა აქ გადამზადებას და ამ დესტრუქციული სულისკვეთებით ამზადებდა ოპოზიციის პარტიულ ახალგაზრდებს.
ფული გადახდილია სახელმწიფოს გადატრიალების გეგმაში.
ახლა ნასწავლის პრაქტიკულად განხორციელების დროა.
ოქტომბერ-დეკემბერში პოლიტიკისაგან დაცლილი ოპოზიციური ძალების დესტრუქციულ მიზნებს დაუფარავი რევოლუციის სურვილით კვლავ ვიხილავთ. ეს იქნება “დიდი პატრონებისათვის” გაკეთებული საჩვენებელი დადგმა შინაარსით – აი რა ვისწავლეთ! მაგრამ არ გამოგვდის…
2024 წლის არჩევნები თავისი შინაარსით ითხოვს ქუდზე კაცს დიდი ბრძოლის წინ!
ჩვენ უნდა გავაკეთოთ სწორი არჩევანი და ქვეყანა გადავარჩინოთ.
ჩვენი წვლილია ერთი ხმა, რომელიც ამ ბრძოლაში ქართული სახელმწიფოს დასაცავად ხელში აღებულ იარაღს უდრის!“ – წერს თამთა მეგრელიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ილონ მასკმა ერთხელ აზრი გამოთქვა და უცხოური ჩარევააო, ხმაური ატეხეს – ევროპული ქვეყნების მინისტრების, ევროპარლამენტარების, ოპოზიციის მიტინგებზე გამოსვლა შიდადემოკრატიული პროცესის ნიმუშია საქართველოში?