დეპუტატი თეონა აქუბარდია გიორგი გახარიას პარტიას შეუერთდა

პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი თეონა აქუბარდია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიას შეუერთდა.
29 აგვისტოს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გიორგი გახარიამ თქვა, რომ თეონა აქუბარდია მის საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფთან აქტიურად თანამშრომლობდა.
„ჩვენი გუნდი საქართველოს პარლამენტში და თეონა, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, ძალიან ეფექტიანად თანამშრომლობდნენ. მათ აქვთ რამდენიმე ინიციატივა ერთობლივად წარდგენილი და როგორც ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება კი, 26 ოქტომბრის არჩევნებში ჩვენ ერთად მივიღებთ მონაწილეობას“, – თქვა გახარიამ.
თეონა აქუბარდიამ ორი მიზეზი დაასახელა, რის გამოც გახდა „გახარია საქართველოსთვის“ წევრი.
„ორი მიზეზი, რის გამოც ოქტომბრის სთვის მე ამ გუნდიდან ვიწყებ ბრძოლას საქართველოსთვის ეროვნული ინტერესების მისაღწევად, არის: პირველი – „გახარია საქართველოსთვის“ გარეშე ივანიშვილის დამარცხება და საქართველოს გამარჯვება შეუძლებელია; მეორე ამ პოლიტიკური გუნდის ზომიერება, კეთილსინდისიერება და ჩემი მათთან საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გამოცდილებაა“, – განმარტა აქუბარდიამ.
თეონა აქუბარდია მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ სიით გახდა. 2022 წლის ოქტომბერში მან გიორგი ვაშაძის გუნდი დატოვა. აქუბარდია დღემდე პოლიტიკური ჯგუფის, „რეფორმების ჯგუფის“ წევრია ხათუნა სამნიძესთან, სთან, სა და ტარიელ ნაკაიძესთან ერთად.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კალანდარიშვილი – ზეწოლა და მუქარა ვერ შეგვაცვლევინებს მყარ პოზიციას, რომ არჩევნები ადმინისტრირებული იყო კარგად – მუქარის შეტყობინებები, სახლებთან შეურაცხმყოფელი წარწერები მოტივაციაა, რომ დაუღალავად ვიმუშაოთ

მამუკა ხაზარაძე – როცა გართმევენ უფლებას და არ გაქვს სამართლიანი სასამართლო, ერთადერთი გზა რჩება სახალხო დაუმორჩილებლობა! – ვითხოვთ ახალ არჩევნებს! სახალხო დაუმორჩილებლობა არის კონსტიტუციით მონიჭებული უფლება!