შვეიცარიელმა მეცნიერებმა შოკოლადის წარმოების ახალი მეთოდი მოიფიქრეს

შვეიცარიელმა მეცნიერებმა შოკოლადის წარმოების ახალი მეთოდი მოიფიქრეს, რა დროსაც კაკაოს მთლიან ნაყოფს იყენებენ და არა მხოლოდ თესლებს. ამასთან, ეს მეთოდი შაქრის დამატებას არ საჭიროებს.
BBC წერს, რომ ახალი სისტემა მეცნიერებმა ციურიხის ფედერალურ ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, კიმ მიშრას ხელმძღვანელობით შეიმუშავეს. ისინი იყენებენ არა მხოლოდ თესლებს, როგორც ეს ტრადიციულად კეთდება, არამედ კაკაოს ნაყოფის რბილობს, წვენსა და ენდოკარდს (თესლების გარშემო არსებული გარსი). შაქრის როლს ამ შემთხვევაში კაკაოს წვენი ასრულებს, რომელისგანაც სიროფი მზადდება.
პროცესმა უკვე მიიპყრო იმ კომპანიების ყურადღება, რომლებიც ეკოლოგიურად მდგრადი საკვების წარმოებით არიან დაკავებულები. ისინი განმარტავენ, რომ შოკოლადის ტრადიციული დამზადებისას, კაკაოს ნაყოფი (თესლის გარდა) მინდვრებში რჩება და უბრალოდ ლპება.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ კაკაოს მთლიანი ნაყოფის გამოყენება ინდუსტრიის მრავალ პრობლემას გადაჭრის: მზარდი ფასებიდან ამ სფეროში მომუშავე ფერმერების სიღარიბემდე.
imedinews.ge

ასევე დაგაინტერესებთ