უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო – ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, ს მიერ კონტროლირებად ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება.
მათივე ინფორმაციით, ელექტროსადგურს ელექტროენერგია პარასკევიდან მოყოლებული არ მიწოდება, რისი მიზეზიც ქსელის დაზიანება გახდა.
ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე ეს უკვე მე-8 მსგავსი შემთხვევაა, რაც ატომური კატასტროფის რისკებს ზრდის.
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს 2022 წლის მარტიდან რუსები აკონტროლებენ. საომარი მოქმედებების გამო ელექტროსადგური რამდენჯერმე დაზიანდა.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე – გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო – ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა!