მეუფე გრიგოლი – 2002 წელს, როდესაც მზადდებოდა კონსტიტუციური შეთანხმება, სხვადასხვა ვერსიები და ვარიანტები იქნა შესწავლილი და არჩეული იქნა საუკეთესო – ამაზე მეტი, რა გითხრათ?!

2002 წელს, როდესაც მზადდებოდა კონსტიტუციური შეთანხმება სხვადასხვა ვერსიები და ვარიანტები იქნა შესწავლილი და არჩეული იქნა საუკეთესო. ამაზე მეტი, რა გითხრათ?! – ასე უპასუხა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლ ბერბიჭაშვილმა მედიის კითხვას, რომელიც ახლა, მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხზე ხელისუფლების შეთავაზებას ეხება.
როგორც მღვდელმთავარმა აღნიშნა, ამ საკითხზე დეტალები არ იცის და კონკრეტულად შეხვედრის დასრულების შემდგომ ისაუბრებს.
კითხვას, შეექმნება თუ არა ეკლესიას საფრთხე, მაშინ, როდესაც მართლმადიდებლობა, როგორც სახელმწიფო რელიგია კონსტიტუციის დონეზე თუ დარეგულირდა, მან ასე უპასუხა:
„როდესაც გამოცხადდა ასეთი კონსტიტუციური შეთანხმების თემა გადაწყვეტილად, რომ ხელმოწერილი უნდა ყოფილიყო,მანამდე ყველა საკითხი იქნა გავლილი და საუკეთესო იქნა შერჩეული. მოითმინეთ, მე არ ვიცი, რას გვთავაზობს. რომ გამოვალ გეტყვით. გავარკვევ, რას გვთავაზობენ და გეტყვით პასუხს, ისე არ წავალ. გითხარით, 2002 წელს, როდესაც მზადდებოდა კონსტიტუციური შეთანხმება სხვადასხვა ვერსიები და ვარიანტები იქნა შესწავლილი და არჩეული იქნა საუკეთესო. ამაზე მეტი, რა გითხრათ?! მაშინ, რა უნდა ყოფილიყო პატრიარქის პოზიცია? – რაც ხელმოწერილი იქნა ის იყო”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ