26 აგვისტოს რუსეთს უკრაინაზე სარაკეტო დარტყმა $1.3 მილიარდამდე დაუჯდა – Forbes Ukraine

26 აგვისტოს რუსეთმა ზე საჰაერო თავდასხმის განსახორციელებლად 236 ერთეული აპარატი გამოიყენა: 127 რაკეტა და 109 დრონი. უკრაინის თავდაცვის ძალებმა 201 სამიზნის – 102 რაკეტისა და 99 უპილოტო საფრენი აპარატის – ჩამოგდება მოახერხეს. უკრაინული Forbes-ის შეფასებით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთს უკრაინაზე საჰაერო თავდასხმა ყველაზე ძვირი სწორედ ამ დღეს დაუჯდა.
თავდასხმისას რუსეთმა გამოიყენა სამი Kinzhal-ის აერობალისტიკური რაკეტა (ერთი ჩამოგდებული), ექვსი Iskander-ი ან KN-23 ბალისტიკური რაკეტა (ერთი ჩამოგდებული), 77 Kh-101 საკრუიზო რაკეტა, 28 Kalibr-ის საზღვაო საკრუიზო რაკეტა, 10 Kh-59/Kh-69 მართვადი საჰაერო რაკეტა (სულ ჩამოაგდეს 99 საკრუიზო რაკეტა), სამი Kh-22 საკრუიზო რაკეტა (ერთი ჩამოგდებული) და 109 Shahed-ი (99 ჩამოგდებული).
უკრაინული Forbes-ის დათვლებით, რუსეთმა აღნიშნული თავდასხმის განსახორციელებლად 1.2-1.3 მილიარდი დოლარი დახარჯა. შედარებისთვის, 8 ივლისის თავდასხმა, როდესაც რუსეთმა უკრაინის საჰაერო სივრცეში 38 სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვა, Forbes-ის მონაცემებით, ოკუპანტს $200-250 მილიონი დაუჯდა.
26 აგვისტოს საჰაერო თავდასხმის შედეგად, რომელმაც 15 ოლქი მოიცვა, დაზიანდა კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ს ჰიდროელექტროსადგური. შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.
2024 წლის 20 აგვისტოს მდგომარეობით, რუსეთმა უკრაინისკენ სულ 9627 რაკეტა და 13997 დრონი გაუშვა. აქედან უკრაინამ 2429 რაკეტა და 9272 დრონი ჩამოაგდო.
2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში ს საჰაერო თავდასხმების შედეგად, 11 879 ობიექტი დაზიანდა. მათგან 6 203 – სამოქალაქოა, ხოლო 5 676 – სამხედრო.
წყარო: forbes.ge